STOREხშირად დასმული კითხვები
შეკვეთების, გადახდისა და ანგარიშის შესახებ პასუხები ერთ სივრცეში.
01როგორ შევუკვეთო?+
აირჩიე პროდუქტი, ფერი და ზომა, დაამატე კალათაში და შეკვეთის გასაგზავნად შედი ანგარიშში.
02როგორ გადავიხადო?+
აირჩიე TBC, საქართველოს ბანკი ან ლიბერთი. შეკვეთის მიღების შემდეგ დაგიკავშირდებით და გადახდის დეტალებს შეგითანხმებთ. წინასწარ თანხა არ გადარიცხო.
03ვინ იხდის მიწოდების საფასურს?+
მარნეულში მიწოდება უფასოა. სხვა მისამართებზე საკურიეროს საფასურს იხდის მომხმარებელი. ზუსტი ფასი შეკვეთის დადასტურებამდე შეთანხმდება.
04პაროლი დამავიწყდა. რა ვქნა?+
შესვლის გვერდზე აირჩიე „პაროლი დაგავიწყდა?“. ანგარიშის ელფოსტაზე მიიღებ კოდს. კოდით შეძლებ ახალი პაროლის დაყენებას.
05როგორ დავუკავშირდე მაღაზიას?+
შედი ანგარიშში და გახსენი დახმარების ჩატი ქვედა კუთხეში. ჩვენი გუნდი გიპასუხებს.
06როგორ გავიგო ჩემი შეკვეთის სტატუსი?+
შედი ანგარიშის გვერდზე და გახსენი შეკვეთების ისტორია. იქ ნახავ შეკვეთის მიმდინარე სტატუსს. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე ლაივ ჩატში და მიუთითე შეკვეთის ნომერი.
07შემიძლია შეკვეთის შეცვლა ან გაუქმება?+
მოგვწერე ლაივ ჩატში რაც შეიძლება მალე. თუ შეკვეთა ჯერ საკურიეროსთვის არ გადაგვიცია, შევეცდებით მის შეცვლას ან გაუქმებას. გაგზავნის შემდეგ ცვლილება შესაძლოა ვეღარ მოხერხდეს.
08როგორ შევარჩიო სწორი ზომა?+
პროდუქტის გვერდზე შეამოწმე ხელმისაწვდომი ზომები და აღწერა. თუ არჩევაში დახმარება გჭირდება, მოგვწერე ლაივ ჩატში და მიუთითე პროდუქტის კოდი.
09როგორ გავიგო, პროდუქტი მარაგშია თუ არა?+
პროდუქტის გვერდზე ნაჩვენებია ხელმისაწვდომი ფერები, ზომები და მარაგი. თუ სასურველი ვარიანტი ვერ იპოვე, მოგვწერე და გადავამოწმებთ.
10როდის მივიღებ შეკვეთას?+
მიწოდების დრო დამოკიდებულია მისამართსა და საკურიერო მომსახურებაზე. შეკვეთის მიღების შემდეგ დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ სავარაუდო დროს.