ქვემოთ მოცემული წესები (ხელშეკრულება) არის ინტერნტ მაღაზია, Nstore.ge-სა (შემდგომში „ვებ
გვერდი“, „ინტერნეტ მაღაზია“) და ამავე ვებ გვერდის მომხმარებელის ურთიერთობის
მარეგულირებელი, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების
ფარგლებში.
იმ შემთხვვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს, გაქვთ არჩევანის თავისუფლება
არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით და შესაბამისად ჩვენი ვებ გვერდით, ხოლო თუ ეთანხმებით
ქვემოთ მოცემულ წესებს, ამის დასადასტურებლად საკმარისია ვებ გვერდზე ავტორიზაციის გავლა
ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით შეკვეთის დაფიქსირება:
• წინამდებარე ვებ გვერდზე (Nstore.ge) განთავსებული პროდუქციის შეკვეთა ნებისმიერი
ფორმით, რაც ნიშნავს Nstore.ge -ს მომსახურებით სარგებლობას, ავტომატურად ნიშნავს
დამკვეთის მიერ გამოხატულ ნებას, თანხმობას, წინამდებარე ხელშეკრულების ყველა
პირობაზე. აქედან გამომდინარე, მხარეები (Nstore.ge და მომხმარებელი) იღებენ
ვალდებულებას დაიცვან და შეასრულონ მასში გათვალისწინებული ყოველი პირობა
ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
• ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს შეკვეთას ნებისმიერი ფორმით
Nstore.ge -თან, ავტომატურად ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანმდებლობის
შესაბამისად სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული პირი) ან მოქმედებს კანონიერი
წარმომადგენლის მეთვალყურეობით/მეშვეობით. აქედან გამომდინარე, Nstore.ge პასუხს არ
აგებს არასრულწლოვნებთან მიმართებაში დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით
წარმოშობილ პრობლემებზე.
• მხარეები პასუხისმგებლობას კისრულობენ დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ
გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების
მოქმედების განმავლობაში.
• მომხმარებელი, რომელიც რეგისტრაციას გაივლის წინამდებარე ვებ გვერდზე, ადასტურებს,
რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც გაამჟღავნებს/მოგვაწვდის წინამდებარე ვებ გვერდის
მომსახურებით სარგებლობისას თუ რეგისტრაციისას არის ზუსტი და შეესაბამება სიმართლეს.
• Nstore.ge უფლებამოსილია წაშალოს, შეცვალოს, დაამატოს ვებ გვერდზე არსებული
ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის მომხმარებელთა კომენტარები/პოსტები)
ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და მომხმარებელის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
ტერმინთა განმარტება, რომელთაც ექნებათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობა წინამდებარე
ურთიერთობისას:

• დამკვეთი/მომხმარებელი - წინამდებარე ვებ გვერდზე ავტორიზებული/რეგისტრირებული
ანგარიშის მფლობელი და ასევე Nstore.ge -ს ავტორიზებულ სოციალური ქსელისა თუ
სატელეფონო ზარით შეკვეთის განმახორციელებელი.
• შემსრულებელი/ვებ გვერდის მესაკუთრე - იგივე Nstore.ge და მისი სახელით მომსახურების
შემსრულებელი სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის და წინამდებარე ვებ
გვერდით შემოთავაზებული მომსახურების შემსრულებელი.
• ნივთის გაცემის პუნქტი - გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სადაც ფიზიკურად იმყოფება
ნივთი და საიდანაც მოხდება დამკვეთისთვის მისი მიწოდება.

• ნივთის ჩაბარება - ნივთის დამკვეთისთვის გადაცემა საკურიერო მომსახურების მეშვეობით ან
დამკვეთის მიერ გაცემის პუნქტიდან მისი გატანა.
• მომხმარებლის ანგარიში - წინამდებარე საიტზე დამკვეთის ავტორიზებული ანგარიში,
რომელიც გათვალისწინებულია ავანსის სახით შეტანილი თანხის, ზედმეტად გადახდილი
თანხის და ასევე შეკვეთის გაუქმების შედეგად დარჩენილი თანხის აღრიცხვისთვის.
• ნივთის ნაკლი - წინამდებარე საიტზე განთავსებული პროდუქციისგან და მისი
აღწერილობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პროდუქცია, რომელიც არსებითად ცვლის
ნივთის დანიშნულებას/მიზნობრიობას ან ძირითად მახასიათებელს.
• შეკვეთის გაფორმება - რეგისტრირებული მომხმარებლის/დამკვეთის მიერ არჩეული
სასურველი მომსახურების ტიპის შეკვეთა და საამისოდ განხორციელებული ანგარიშსწორება
ავანსის სახით.
• ხელშეკრულება - წინამდებარე წესები, რომელიც არეგულირებს მომხმარებლისა და Nstore.ge-ს
ურთიერთობას.

1. ხელშეკრულების საგანი და ძირითადი პირობები:
დამკვეთი უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი მომსახურებას უწევს დამკვეთს წინამდებარე
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით (შემდგომში „მომსახურება“).
მომსახურების დეტალური აღწერილობა:

• დამკვეთი უკვეთავს მომსახურების შემსრულებელს მის ოფიციალურ ვებგვერდზე
განთავსებულ პროდუქციიდან სასურველს (მოძრავი ნივთი), ხოლო შემსრულებელი უწევს
მომსახურებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მიერ მითითებული პროდუქციის შეძენას და
შემდგომ დამკვეთისათვის მიწოდებას ან/და სხვა ფორმით გადაცემას, იმ პირობების
მიხედვით, რაც მითითებული იქნება Nstore.ge -ს ოფიციალური ვებ გვერდზე კონკრეტული
პროდუქტის/ნივთის შესახებ ინფორმაციაში.
• შეკვეთა შეიძლება განხორციელდეს როგორც Nstore.ge -ს ოფიციალური ვებ გვერდზე
შექმნილი ანგარიშიდან, ასევე Nstore.ge -ს ავტორიზებული სოციალური ქსელის მეშვეობით და
სატელეფონო ზარის განხორციელებით.
• ვებ გვერდზე შეთავაზებული მომსახურებებიდან დამკვეთი თავად ირჩევს მომსახურების
ტიპს Nstore.ge -ს მიერ შეთავაზებული და სასურველი პირობებით და შესაბამისად არჩეული
მომსახურების ტიპის მიხედვით ახდენს ანგარიშსწორებას.
• შემსრულების ოფიციალურ ვებ გვერდზე პროდუქციის შესახებ განთავსებული ინფორმაცია
არის ზოგადი სახის, რომელიც მოწოდებულია პარტნიორი კომპანიების მიერ ან/და ზოგადი
მახასიათებელი (მაგ: ზომა), რომელიც ასახულია ნივთზე მწარმოებლის მიერ და რომლის
სიზუსტეზეც გარანტიას ვერ გასცემს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მომსახურების შემსრულებელი. ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიის სხვადასხვა
აუდიო/ვიდეოვიზუალური აღქმიდან გამომდინარე მომსახურების შემსრულებელი კომპანია
გარანტიას არ იძლევა მის ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლის ფერთა
გამაზე, რომელიც შესაძლებელია დამკვეთის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე
განსხვავებული ფერთა გამით ხასიათდებოდეს და შესაბამისად იყოს განსხვავებულად
აღქმადი.
• მომსახურების ტიპები განსხვავდება დამკვეთის სასურველი ნივთის ადგილმდებარეობით და
შესაბამისად გამონაკლის შემთხვევებში ნივთის მახასიათებლიდან გამომდინარე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნივთი შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ფარგლებსა
და მის გარეთ, რაც თავისთავად აღნიშნავს იმას, რომ ნივთის მიწოდების ვადები შესაბამისად
განსხვავებულია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულია ნივთის შესახებ
ინფორმაციაში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ნივთების ტრანსპორტირებას
საქართველომდე უზრუნველყოფს Nstore.ge, საამისოდ საჭირო გონივრულ ვადებში.
შეკვეთის განხორციელება:

• დამკვეთი არჩევს პროდუქციას და მისთვის სასურველ კონკრეტულ მახასიათებელს
(ზომას/ფერს) და ნიშნავს მას. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა განხორციელდება სოციალური
ქსელის ან სატელეფონო ზარით, დამკვეთი ზუსტად აწვდის ინფორმაციას მომსახურების
შემსრულებელს, ხოლო სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთის
შესახებ მიმოწერა ინახება. აღნიშნული პროცედურა საჭიროა თქვენი და ჩვენი
უსაფრთხოებისათვის და შემდგომი პრობლემების წამოჭრის პრევენციისათვის.
• შერჩეული პროდუქციის მიხედვით დამკვეთი სრულ თანხას ავანსის სახით რიცხავს Nstore.ge -
ს მიერ მითითებულ ანგარიშზე. რომელიც აუცილებელი პირობაა, რათა განხორციელდეს
ნივთის/პროდუქტის მიწოდება ან მისი გამცემი პუნქტიდან გატანა.
• აღსანიშნავია ის გარემოება, რომ Nstore.ge იცავს თქვენ მიერ განხორციელებული ნებისმიერი
ქმედების კონფიდენციალურობას, რომელიც ეხება Nstore.ge -სთან ურთიერთობას, რაც
გამოიხატება იმაში, რომ მესამე პირებს არ გადასცემს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის, რომ Nstore.ge -სთან მიმართებაში კონკრეტულად
ანგარიშის მფლობელი/დამკვეთი იყოს საკონტაქტო პირი და დამკვეთი გამოცხადდეს ნივთის
წასაღებად გამცემი პუნქტიდან. მესამე პირის გამოგზავნის შემთხვევაში წინასწარ მოხდეს
წერილობითი შეთანხმება დამკეთის მხრიდან.

2. მიწოდების ვადები:
• Nstore.ge უზრუნველყოფს თქვენი პროდუქციის მიწოდებას საკურიერო კომპანია ონვეი
დელივერის მეშვებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში Nstore.ge -ს ოფიციალური ვებ
გვერდზე კონკრეტული ნივთის შესახებ მოცემულ ინფორმაციაში მითითებული ვადებით და
ტარიფებით.
• გარდა საკურიერო მომსახურებისა, დამკვეთს შეუძლია თავად გაიტანოს შეკვეთა გამცემი
პუნქტიდან საამისოდ დადგენილ ვადებში, რომლის შესახებ ინფორმაცია შეუძლია მიიღოს
უშუალოდ Nstore.ge -სთან კომუნიკაციისას.
• იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული პროდუქცია არ მდებარეობს საქართველოს
ტერიტორიაზე, შესაძლებელია მიწოდების ვადები შეიცვალოს, რომელიც მითითებული
იქნება პროდუქციის ინფორმაციაში. გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევებში, რაც ვერ იქნება
Nstore.ge -ზე დამოკიდებული და შესაბამისად გათვალისწინებული, Nstore.ge პასუხს არ აგებს
თავისგან დამოუკიდებელი მოვლენების გამო საქართველომდე პროდუქციის შემოტანის
დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, აღნიშნული ვითარებისას კომუნიკაცია
იქონიოთ Nstore.ge -სთან, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას.

3. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები:

• ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მთლიანი ღირებულება და მისი
გადახდის წესი (ოდენობები/ავანსი/მთლიანი გადასახადი) განისაზღვრება ყოველი
ინდივიდუალური შემთხვევებისთვის და მითითებულია პროდუქციის მახასიათებლებთან
ერთად, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
ასევე მითითებულია ტრანსპორტირების ხარჯები.
• გადახდა წარმოებს უნაღდო (Nstore.ge -ს ოფიციალური ვებ გვერდზე მითითებულ საბანკო
რეკვიზიტებზე) და ნაღდი ანგარიშსწორებით, სწრაფი მომსახურების ჩასარიცხი აპარატების
მეშვეობით და ონლაინ გადახდის წესით, კონკრეტულად განსაზღვრული შემთხვევების
მიხედვით. დამკვეთის მხრიდან უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად
ითვლება შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.

4. მხარეთა ვალდებულებები:
შემსრულებელი ვალდებულია:

• დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა და ვადა
ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
• ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიხედვით მიაწოდოს დამკვეთს მის
მიერ შეკვეთილი პროდუქცია ვებ გვერდზე/სოციალური ქსელში განთავსებული ინფორმაციის
შესაბამისად და შეკვეთის პირობების თანახმად, (იგულისხმება ზომა, რაოდენობა, ფერი )
რომლის ღირებულებაც სრულად გადაუხადა შემსრულებელს.
• იმ შემთხვევაში თუ დამკვეთის მიერ შეკვეთილი ნივთი აღმოჩნდება დაზიანებული,
შემსრულებლის ბრალით ნაკლიანი ან/და მისი ძირითადი მახასიათებელი (ვებ გვერდზე
განთავსებული ინფორმაციის მიხედვით) იქნება სრულიად განსხვავებული დამკვეთის მიერ
განხორციელებული შეკვეთისგან ან დაიკარგება მომსახურების შესრულებისას, დამკვეთი
ვალდებულია ახლიდან შეუკვეთოს ნივთი თავისი ხარჯებით და გადასცეს დამკვეთს.
• წინამდებარე პირობის შესრულება შემსრულებლისთვის სავალდებულო იქნება, თუ დამკვეთი
ზემოაღნიშნული ხარვეზის შესახებ შეატყობინებს ნივთის მიწოდებიდან 24 საათის
განმავლობაში. უზრუნველყოს წინამდებარე პუნქტში მითითებული შემთხვევის დროს ყველა
ხარჯის ანაზღაურება, რაც ნივთის დამკვეთისთვის გადაცემას დასჭირდება გონივრული
ოდენობითა და ვადებით სხვა შემთხვევაში კომპანია ვალდებულებისგან თავისუფლდება.
• აცნობოს დამკვეთს უშუალოდ განხორციელებული შეკვეთასთან დაკავშირებული
მომსახურების შეფერხების/ხარვეზის შესახებ. ასეთ შემთხვევაში თუ შემსრულებელი
შეკვეთის განხორციელებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში არ აღმოფხვის
ხარვეზს, ან არ უზრუნველყოფს ნივთის მიწოდებას დამკვეთისათვის, შეკვეთა გაუქმებულად
ითვლება.სხვა შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება არ ხორციელდება.

დამკვეთი ვალდებულია:

• დროულად მოახდინოს ანგარიშსწორება შემსრულებელთან წინამდებარე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით
დადგენილი ყველა პირობა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
• შეკვეთის განხორციელებისას მიაწოდოს მომსახურების შემსრულებელს დეტალური
ინფორმაცია მომსახურების ტიპის და სასურველი ნივთის/პროდუქციის შესახებ, რომლის
მიხედვითაც განხორციელდება მომსახურება.
• დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით ან/და სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ნივთის
ნაკლის შესახებ მომსახურების შემსრულებელს ნივთის მიწოდებიდან 24 საათის
განმავლობაში.
• დაუბრუნოს მისთვის გადაცემული ნივთი მომსახურების შემსრულებელს იმ შემთხვევაში თუ
ნივთი ნაკლიანია ან/და სავსებით განსხვავდება მახასიათებლებით დამკვეთის წერილობითი
ან/და წინამდებარე წესების მიხედვით განხორციელებული შეკვეთისგან, რომლის
შემთხვევაშიც შემსრულებელი ახლიდან შეუკვეთავს დამკვეთის სასურველ ნივთს. აღნიშნულ
შემთხვევაში წინამდებარე წესების მიხედვით შეკვეთას შემსრულებელი ახორციელებს თავისი
ხარჯების და დამატებით გონივრულ ვადებში. იმ შემთხვევაში თუ ვერ განხორციელდა
ხელახალი შეკვეთა შემსრულებლის მხრიდან, სხვადასხვა მიზეზების გამო შემსრულებელი
დაუბრუნებს დამკვეთს მის მიერ ნივთის შეკვეთასთან დაკავშირებით გაწეულ თანხებს მას
შემდეგ როდესაც მოხდება პროდუქტის რეალიზაცია არ აუგვიანეს 60 დღის განმავლობაში
• პრეტენზია არ განაცხადოს ნივთის გატანაზე გამცემი პუნქტიდან ან შემსრულებლის მიერ
ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ სრულად არ აქვს ნივთის საფასური დაფარული. იმ
შემთხვევაში თუ დამკვეთი თავისი შეკვეთის მიხედვით ნივთს არ გაიტანს მისი შესაბამისი
გატანისთვის დადგენილი თარიღიდან 7კალენდარული დღის განმავლობაში, პრეტენზია არ
განაცხადოს გადახდილი ავანსის უკან დაბრუნებაზე ან ნივთის მიღებაზე.
• შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პირობა იმ შემთხვევაში,
თუ წინამდებარე ვებ გვერდის მეშვეობით მომსახურების შემსრულებელს
მოსთხოვს/შეუკვეთავს მომსახურების შესრულებას, რაც ავტომატურად დამკვეთის
თანხმობად ითვლება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე.
• იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შესრულებასთან დაკავშირებით გარკვეულ
ხარვეზს/შეფერხებას ექნება ადგილი, რომელსაც მომსახურების შემსრულებელი აცნობებს
დამკვეთს, დამკვეთს აქვს თმენის ვალდებულება იმ ვადით, რა ვადაც გათვალისწინებულია
შემსრულებისათვის წინამდებარე წესების მიხედვით, რათა აღმოფხვრას პრობლემა.
• ჩაიბაროს თავისივე შეკვეთის მიხედვით შემსრულებლის მიერ მიწოდებული ან/და
გადაცემული ნივთი და არ დაარღვიოს წინამდებარე წესებით გათვალისწინებული ვადები.
წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთის და გადახდილი თანხის საკუთრების უფლება შესაძლოა
გადავიდეს შემსრულებელთან ხელშეკრულებაში მოცემული პუნქტების მიხედვით.

შემსრულებელი უფლებამოსილია:
• მოსთხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელი იქნება მომსახურების გაწევისათვის.
• იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი დაარღვევს ანგარიშსწორების ვადებს, არ გადასცეს
ნივთი დამკვეთს სანამ არ იქნება გადახდილი მომსახურების სრული ღირებულება.
• დაიტოვოს ნივთი თავის საკუთრებაში და ასევე დამკვეთის მიერ გადახდილი ავანსი არ
დაუბრუნოს დამკვეთს იმ შემთხვევაში თუ მომსახურების საბოლოო განხორციელებიდან,
კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის გაცემის თარიღიდან 7 დღის

განმავლობაში დამკვეთი არ გაიტანს/მიიღებს ნივთს მისი სრული ღირებულების გადახდის
საფუძველზე.
• გამოხატოს კეთილი ნება და დამკვეთის მიერ გამოხატული სურვილისამებრ დაიტოვოს ნივთი
შემდგომი რეალიზაციის/გაყიდვის მიზნით ამისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის
გაფორმების საფუძველზე იმ შემთხვევაში თუ კი დამკვეთი არასწორად მიუთითებს
სასურველი ნივთის მახასიათებელს ან არასწორად გამოავლენს ნებას და ამის შედეგად მის
მიერ შეკვეთილი ნივთი არ გაამართლებს მის მოლოდინებს, რომელიც იქნება მისი
წერილობითი მოთხოვნის შესაბამისი, მაგრამ არა სასურველი. ნივთის მომსახურების
შემსრულებელთან დატოვება შემდგომი რეალიზაციის მიზნით დამკვეთს არ ათავისუფლებს
ნივთის ღირებულების სრულად და ვადის დაცვით გადახდისგან.
• უარი თქვას პასუხისმგებლობების აღებაზე და იმ ნივთის ახლით ჩანაცვლებაზე, რომლის
მოთხოვნაც დამკვეთმა განახორციელა თუმცა მის მიერ მოწოდებული არასწორი
ინფორმაციიდან გამომდინარე შეკვეთასთან დაკავშირებით ან/და არასწორად გამოვლენილი
ნებიდან გამომდინარე მომსახურების შემსრულებლისგან გადაცემული ნივთი არ შეესაბამება
მის სურვილს.
• წაშალოს, შეცვალოს, დაამატოს ვებ გვერდზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის
მომხმარებელთა კომენტარები/პოსტები, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და დამკვეთის
გაფრთხილების გარეშე.
• დაამუშავოს ავტორიზებული მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს და მომსახურების
გაწევისას მიღებული პერსონალური მონაცემები.

დამკვეთი უფლებამოსილია:

• მომსახურების გაწევისას მოითხოვოს მომსახურების სტატუსი.
• მოსთხოვოს მომსახურების შემსრულებელს დაზიანებული ან/და ნაკლის მქონე ნივთის
ახლით შეცვლა ნივთის გამცემი პუნქტიდან გატანისას დამკვეთიისთვის კურიერის
საშუალებით მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში, თუ კი მომსახურების ნაკლოვანი
შესრულება/ ნაკლიანი ნივთის მიწოდება გამომდინარეობს მომსახურების შემსრულებლის
ბრალიდან. *ნაკლოვანი შესრულება მომსახურების შემსრულებლის მიერ - შემსრულებლის
მიერ არასწორად ჩანიშნული ნივთის მახასიათებელი, მაგალითად როგორიც არის მისი ზომა,
რომელიც მინიჭებული აქვს მწარმოებლის მიერ, დამკვეთის მიერ შეკვეთილი ნივთისგან
განსხვავებული ნივთის შეკვეთა.
• შესთავაზოს მომსახურების შემსრულებელს მისი ნივთის დატოვება ხელახალი რეალიზაციის
მიზნით იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ნივთის ღირებულება გადახდილი აქვს
მომსახურების შემსრულებლისთვის წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით. დამკვეთი
უფლებამოსილია მოსთხოვოს მომსახურების შემსრულებელს ზემოხსენებული ნივთის
რეალიზაციიდან/გაყიდვიდან მიღებული თანხა.

5. ხელშეკრულების შეწყვეტა:
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
• იმ შემთხვევაში თუ ნივთის ჩამოსვლის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების
თარიღიდან 7დღის განმავლობაში დამკვეთმა არ გაიტანა ნივთი გამცემი პუნქტიდან ან სხვა

რაიმე მიზეზით არ ჩაიაბარა, ხელშეკრულება შეწყდება.აღნიშნული ვადის 7 დღის გასვლის
შემდგომ. ასეთ შემთხვევაში გადახდილი ავანსი და ნივთი რჩება შემსრულებლის
საკუთრებაში.

6. ფორს-მაჟორი:

• მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებებისგან თუ კი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული
გარემოებებიდან გამომდინარე.
• ფორს-მაჟორულ გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და
მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, გაფიცვები, ომები და
ა.შ.). იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების მომსახურებიდან გამომდინარე შეკვეთილი
ნივთის მიწოდება დამკვეთამდე შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს
საზღავარგარეთიდან, შესაბამისად, ფორს-მაჟორულ გარემოებად ჩაითვლება ასევე უშუალოდ
ნივთის წამოღების ადგილიდან მის გასავლელ სამარშუტო გზასთან დაკავშირებით
ნებისმიერი ფორს-მაჟორული გარემოება.
• ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ მათ
ხელთ არსებული ყველა ზომა ასეთ გარემოებათა შედეგების აღმოსაფხვრელად.
• ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეების მიერ ხელშეკრულებით
განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების

დასრულებამდე ან/და გაგრძელდება იმ ვადით, რა დროითაც გრძელდებოდა ფორს-
მაჟორული გარემოებები, მაგრამ არა უგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული თვისა.

7. ხელშეკრულების დამატებითი პირობები:

• მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა
გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
• მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში წინამდებარე
ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა დარეგულირდება
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
• წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ საკითხთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
ნებისმიერ მიმოწერას აქვს იურიდიული ძალა. ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია
განხორციელდეს ელექტრონულად ელ.ფოსტის ან/და სოციალური ქსელის და ფოსტის
საშუალებით. აღნიშნული კომუნიკაციის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება
შემსრულებლის მიერ, რომელიც მიმართულია მხარეთა შორის მომავალში შესაძლო შექმნილი
გარემოების შესახებ.
• შემსრულებელი არ იძლევა მის ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის/ნივთების შესახებ
გარანტიას. აღნიშნული არ გამორიცხავს ვებ გვერდზე განთავსებული ნივთების გარანტიას,
რომელსაც შეიძლება გასცემდეს თავად ნივთის მწარმოებელი.
• იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი ნივთს დაუბრუნებს შემსრულებელს, ვალდებულია
დაუბრუნოს იგივე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იგი მიიღო შემსრულებლისგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი არ დაიბრუნებს ნივთს წინამდებარე
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად.