მინი კალათა

  • კალათა ცარიელია

ჩვენს შესახებ

ჩვენ ვქმნით სტილს

ჩვენი ისტორია

N store_ი ქართულ ბაზარზე დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ მაქსიმალური პასუხისმგებლობით უწევს მომსახურებას თითოეულ მომხმარებელს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფეხსაცმელების, ტანსაცმელების,აქსესუარებისა და სხვადასხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი ნივთების რეალიზაციას. ვიწერთ, როგორც ჩვენს ვებ გვერდსა და Facebook გვერდზე განთავსებულ პროდუქციას, ასევე ნებისმიერი სხვა სახის პროდუქტს, რაც არ გვაქვს წარმოდგენილი, მთავარია პროდუქტი, რომლის შეკვეთასაც მომხმარებელი ინებებს მსოფლიო ბაზარზე წარმოებდეს სარეალიზციოდ და არ იყოს კონკრეტული ჩვენებისთვის ან კოლექციისთვის შექმნილი. ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა მოგვწეროს და გამოგვიგზავნოს სურათი პროდუქციისა, რომლის შეძენაც სურს. ჩვენი გუნდი ეცდება რაც შეიძლება მყისიერად გაგიწიოთ მომსახურება.

ჩვენი მიზანი

კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ნდობისა და პატივისცემის შენარჩუნება, რაც ამდენი წლის განმავლობაში დაიმსახურა, სწორედ ამიტომ Nstore_ის გუნდი დაკომლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებიც პირველ რიგში მომხმარებლებს სთავაზობენ საუკეთესო და ხარისხიან პროდუქციას ფასთან მიმართებაში, ცდილობენ გაითვალისწინონ თითოეული მათგანის აზრი, დანერგონ სიახლეები მათზე მორგებით და კეთილსინდისიერად ემსახურონ მათ.
Nstore_ის უპირატესობა მომხმარებელთან კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი და ლოიალური მიდგომაა, რაც ითვალისწინებს, როგორც პროდუქტს, რომელსაც აწვდის მათ, ასევე მომსახურების მაღალი დონეს და ინდივიდუალურ მიდგომას.

მუშაობის სტრატეგია

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა და უხერხულობა, Nstore მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებს მწარმოებლებთან. ჩვენი პროდუქცია მანამ, სანამ აიტვირთება ჩვენს ვებ გვერდზე, აუცილებლად მოწმდება, რომ გამოირიცხოს რაიმე სახის დეფექტი ან ქარხნული წუნი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვაქვს მომხმარებლამდე. სწორედ ამიტომ გვაქვს მომხმარებლების მხრიდანაც საპასუხოდ კარგი და სანდო დამოკიდებულება.

პასუხისმგებლობა

Nstore უდავოდ ერთ-ერთი ინოვატორი და მოწინავე ონლაინ მაღაზიაა ქართულ ბაზარზე, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საქმიანობას და ვცდილობთ, რაც შეიძლება კარგი სერვისი შემოგთავაზოთ. რაც შეეხება პროდუქციას ნამდვილად განსხვავებული გახლავთ სხვა ონლაინ მაღაზიებისგან, როგორც ვიზუალურად ასევე ხარისხით. სწორედ ეს გახდა მაპროვოცირებელი იმისა, რომ დღესდღეობით ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამორჩეული ონლაინ მაღაზიის სტატუსს ატარებს. დიდ მადლობას გიხდით ნდობისთვის

როგორ ხდება ჩვენთან შეძენა:
საიტზე პროდუქტის შერჩევის შემდეგ თანხა შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით, ისარგებლოთ განვადებით, ან მობრძანდეთ მითითებულ მისამართზე და ადგილზე გადაიხადოთ. შეკვეთიდან 10-14 დღის განმავლობაში თქვენი ამანათი ჩამოვა ჩვენთან ოფისში და შეთანხმებისამებრ ისარგებლებთ კურიერის მომსახურებით ან მობრძანდებით და თავად გაიტანთ კუთვნილ ამანათს.

თბილისში, ჩვენს ოფისში განთავსებული გვაქვს პროდუქციის მცირე ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ, მოიზომოთ და შეიძინოთ მორგების შემთხვევაში. ადგილზე არსებული პროდუქციის ფოტოები განთავსებულია: მამაკაცი >> ქვეკატეგორია- თბილისშია.